გუდაურში, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. აღნიშნული შეჯიბრება გუდაურში პირველად ჩატარდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მსოფლიო თასის ეტაპი 15-მდე ქვეყანაში ლაივ ტრანსლაციით გადაიცემოდა.
დასასრულს უახლოვდება 3-დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზიც", რომელიც შეჯიბრების პარალელურად იმართებოდა. ფესტივალი სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობებს მოიცავდა.
ფესტივალი გუდაურის შემდეგ 3 დღიანი პროგრამით, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.