''ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე! მხარდაჭერა ონკოპაციენტებს!'' - ამ და სხვა ბანერებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
მოქალაქეები სახელმწიფოსგან ონკოპაციენტებისთვის არსებული 25 ათას ლარიანი ლიმიტის მოხსნას და პაციენტების საჭიროებიდან გამომდინარე ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვენ.
მოთხოვნათა შორის არის ყველა სერვისზე ხელმისაწვდომობა და დიაგნოსტიკის სრული დაფინანსება.