საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარეა

03 თებერვალი 2024, 12:05 347 ნახვა

საქართველო წელს ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სტრასბურგში მასშტაბური მიღება გაიმართა.

ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარეობის ფარგლებში იგეგმება კულტურის, აუდიოვიზუალური, მედია და კინემატოგრაფიის, ასევე მომიჯნავე სფეროებში მიღწევების გაზიარება. 

თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას ევროპის 46 ქვეყნიდან  დიპლომატიური კორპუსი, ავტორები, მკვლევრები და ჟურნალისტები,150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

საქართველო 2014 წლიდან არის ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის წევრი ქვეყანა და წარმოდგენილია კომუნიკაციის კომისიის მეშვეობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში