მსოფლიო დღეს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. იუნესკოს მიერ დაცული ასეთი საქართველოში უკვე სამი ტერიტორიაა, კოლხეთის ეროვნულ პარკს და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატა ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. ჭარბტენიან ტერიტორიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც გადამფრენი და წყალმცურავი ფრინველებისთვის, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. იგი მთავარი წყაროა კლიმატის ცვლილების რეგულირებისა და ასევე ჰიდროლოგიური რეჟიმის თვალსაზრისით. ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის კუთხით ანტვერპენის დეკლარაცია არსებობს, რომელსაც ხელს აწერს სხვა უნივერსიტეტებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეს დეკლარაცია უკვე მიღებული აქვს ევროპარლამენტს. ის ქვეყნებს ჭარბტენიანი ტერიტორიების მკაცრ დაცვასა და აღდგენას ავალდებულებს.