უკრაინის ხელისუფლება აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც, მათი თქმით, წინა დღეს ხარკოვის საავადმყოფოზე რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგია ასახული. თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი.შემთხვევის ადგილიდან 38 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში საავადმყოფოს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანებულია. ხარკოვის ეროვნული პოლიციის სამხარეო განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთი ბომბი პირდაპირ საავადმყოფოს ადგილობრივი დროით 21:45 საათზე მოხვდა, მეორე კი მის შორიახლოს ჩამოვარდა.