უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 66 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

01 თებერვალი 2024, 10:00 312 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 66 სამხედრო შეტაკება მოხდა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 8 სარაკეტო და 94 საჰაერო დარტყმა, 97 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება  აქვეყნებს  ფოტოებს, რომლებზეც, მათი თქმით, წინა დღეს ხარკოვის საავადმყოფოზე რუსეთის დრონებით  თავდასხმის შედეგია ასახული. თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. შემთხვევის ადგილიდან  38 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხარკოვის ეროვნული პოლიციის სამხარეო განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ  ერთი ბომბი   პირდაპირ  საავადმყოფოს მოხვდა,  მეორე კი მის შორიახლოს ჩამოვარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში