ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დასრულდა

01 თებერვალი 2024, 10:12 396 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე "ალტ-ინფოს" წევრის ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა.

როგორც ვარდოსანიძემ სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მას კუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს. 

ვარდოსანიძის ადვოკატის ინფორმაციით, უკვე დადგენილია, რომ შეტყობინება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ელექტრონული ანგარიშიდან გაგზავნილი არ არის.

“მე არაფერი მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად. ვეღარ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას და ინფორმაციის გავრცელებას. ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს, ვისაც პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე პრივილეგიები დაკარგა და შეიძლება გამწარებული იყოს. ცოტა სასაცილოა, ჩემი სამუშაო მეილიდან, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ხდება მეილების გაგზავნა. გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილით, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ასეთი შეტყობინება გავაგზავნო და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე. ცოტა არ იყოს სასაცილოა”, - განაცხადა ბექა ვარდოსანიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბექა ვარდოსანიძე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე გამოკითხეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი