დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა. ეს შედეგები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საავტომობილო საწვავის ხარისხი შემოწმებით გამოიკვეთა.
ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში.
დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდი ციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.