დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სერტიფიცირების გამოცდები დაიწყო. ამჯერად გამოცდები ქართულთან ერთად სომხურ და აზერბაიჯანულ ენებშიც ტარდება. საგამოცდო ცენტრები ქვეყნის მასშტაბით 8 მუნიციპალიტეტშია გახსნილი.
გამოცდების მიმდინარეობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც აკვირდებიან. გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით.
სერტიფიცირების მიზანი ამომრჩეველთა ინფორმირება და კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებაა.