პროტესტიდან მეხუთე დღეს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ნაწილი სამართლებრივ დავას იწყებს.
ექიმების საორგანიზაციო ჯგუფი სასამართლოში სარჩელს შეიტანს მოთხოვნით - გაუქმდეს კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაცია. ამასთან ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვოს დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც უწყებამ გადაწყვიტა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაანგრიოს და ახალი ააშენოს.
აქციის მონაწილეები იმ კვლევასაც ითხოვდნენ, რომლის საფუძველზეც შენობის ავარიულობაზე დასკვნა დაიდო.