„საქართველოს ბანკის“ სენაკის ფილიალზე ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებული პროცესს ესწრებოდა, თუმცა მან დუმილის უფლება გამოიყენა, მომდევნო სასამართლო სხდომა 11 მარტს ჩაინიშნა.
შემთხვევა 23 იანვარს მოხდა.