საფრანგეთის ლიგა 2-ში დავითაშვილის „ბორდომ“ ფლამარიონის „ვალანსიენი“ დაამარცხა 

24 იანვარი 2024, 10:44 468 ნახვა

ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშეები ერთმანეთს საფრანგეთის ლიგა ორში დაუპირისპირდნენ. „ბორდომ“ აუტსაიდერი „ვალანსიენი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.

ლიგა ორის 21-ე ტურის შეხვედრაში „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „ვალანსიენში“ პირველივე წუთებიდან გამოჩნდა ეროვნული ლიგის თანაბომბარდირი ჯოვინო ფლამარიონი, რომელმაც ბათუმის „დინამო“ დეკემბერში დატოვა.

„ბორდოდან“ გოლები ბიუმლამ, დიასმა და ვიპოტნიკმა გაიტანეს. სტუმართაგან ერთადერთი გოლი ბუტუტაუტის ანგარიშზეა. 

ბორდომ“ 21 ტურის შემდეგ 25 ქულა დააგროვა, მე-13 ადგილზე დაწინაურდა და პლეიოფის ზონასთან ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი