ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში აჭარიდან ექვსი სპორტსმენი იასპარეზებს

23 იანვარი 2024, 15:36 506 ნახვა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინასწარი განაცხადი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაკრები ტურნირზე სრული შემადგენლობით წარადგება: 10 წარმომადგენელი თავისუფალ ჭიდაობაში გვეყოლება, ხოლო 10 – ბერძნულ რომაულში. აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდში ექვსი ფალავანი აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილია: ფრიდონ აბულაძე, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლერი აბულაძე, დიეგო ჩხიკვაძე, ოთარ აბულაძე, გელა ბოლქვაძე და აჩიკო ბოლქვაძე. შარშან ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა. თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი მაჭარაშვილი გახდა, პეტრიაშვილმა ვერცხლი მოიგო, ბრინჯაოს მედლებს კი შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე დაეუფლნენ. ბერძნულ-რომაულში ოქრო ლერი აბულაძემ მოიგო, ჯონი ხეცურიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა, ნუგზარ წურწუმიას, ლაშა გობაძესა და იაკობ ქაჯაიას კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი