არ შევწყვეტთ ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე - ბენიამინ ნეთანიაჰუ

23 იანვარი 2024, 13:23 344 ნახვა

ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში აბსოლუტურ გამარჯვებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ძალებმა გუშინ, სახმელეთო შეტევის დაწყებიდან ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადეს. ამის შესახებ განცხადება, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

„გუშინ ჩვენ განვიცადეთ ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი გმირების სახელით, ჩვენი სიცოცხლის გულისთვის, არ შევწყვეტთ ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

მისი ინფორმაციით, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რასაც 21 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში