ბათუმში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე.