ყირგიზეთში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

23 იანვარი 2024, 10:03 542 ნახვა

ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას  ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. 

ჩინეთის სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებით,  მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა  ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ  სინძიანის რეგიონში, უშის ოლქის მთიან სასაზღვრო რაიონში. იგი დილის 2:00 საათზე 22 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა. დილის 8 საათისთვის კი 40-მდე მიწისქვეშა ბიძგი მოხდა.

სინძიანის სარკინიგზო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა მუშაობა. სტიქიის რეგიონში საგანგებო სიტუაციათა  დეპარტამენტის ბრიგადები გაიგზავნა.

ჩინეთის სახელმწიფო მედია ასევე იტყობინება, რომ სინძიანის რეგიონში მიწისძვრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 50-მდე შენობა, ხოლო დაზიანდა 80-მდე საცხოვრებელი სახლი. მედიის ცნობით, მიწისძვრამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა ელექტროენერგიის აღდგენა მალევე მოხერხდა. მიწისძვრის ეპიცენტრში 200-მდე მაშველი მუშაობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი