მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასს“ კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებია - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელმა „ჰამასს“ საკუთარი ინიციატივა შესთავაზა, მაგრამ მას დეტალები აღარ დაუსახელებია.