ჰამასის ფინანსური ქსელი საბოლოოდ უნდა განადგურდეს - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა-ლენა ბერბოკი. მისი თქმით, ეს აუცილებელია რეგიონში მშვიდობისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ამ მიზნით ევროკავშირმა ახლახან ჰამასის ფინანსური მხარდაჭერის ქსელის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. გერმანელი დიპლომატი ღაზაში სიტუაციის და განსაკუთრებით ბავშვების წარმოუდგენელი ტანჯვის შესამსუბუქებლად ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობას აღნიშნავს. ეს პაუზები საჭიროა ასევე ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლების გასათავისუფლებლად. ბერბოკი კონფლიქტის დასრულების ერთადერთ გამოსავლად ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას ასახელებს.