სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გამართულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში. „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
პირველი გოლი ჯოვანი სიმეონემ გაიტანა, შეცვლაზე შემოსულმა ალესიო ძერბინიმ კი დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
პარტენოპეი იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერისა“ და „ლაციოს“ წყვილში გამარჯვებულს 22 იანვარს შეხვდება.