ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ

19 იანვარი 2024, 10:11 635 ნახვა

დღეს ნათლისღებაა. ბათუმში დღესასწაული ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალით აღნიშნეს. სასულიერო პირებმა ზღვის წყალი აკურთხეს, რის შემდეგაც მართლმადიდებლები ზღვაში შევიდნენ. ბათუმის სანაპიროზე წელსაც ათასობით მორწმუნე გავიდა.

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია  და   წყლის კურთხევა შესრულდება.

ზღვაში შთაფლვის რიტუალი 29  წლის წინ მეუფე დიმიტრის ინიციატივით განახლდა. სახარების თანახმად, ამ დღეს, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში