დღეს „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება

18 იანვარი 2024, 11:08 287 ნახვა

„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის გათამაშებაში, რომელიც ოთხთა ტურნირის ფორმატში, საუდის არაბეთში ტარდება, დღეს ნახევარფინალურ შეხვედრას „ფიორენტინასთან“ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა „ნაპოლიმ“ „ფიორენტინასთან“ 1:3 წააგო და რევანშის აღებას შეეცდება. მატჩის წინ ნეაპოლელთა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემა მომავალ შეხვედრაზე და კვარაცხელიასთან დუეტზე ისაუბრა.

"აქ ვიმყოფებით, როგორც იტალიის ჩემპიონები და ეს უნდა დავამტკიცოთ. ეს მნიშვნელოვანი ტურნირია და თავს არ დავზოგავთ. რაც შეეხება კვარასთან ერთად შეტევაში თამაშს, რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, როდესაც გვერდით ისეთი მოთამაშე გყავს, როგორიც კვარაა", - თქვა არგენტინელმა თავდამსხმელმა.

ხვალ მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ინტერი და ლაციო დაუპირისპირდებიან. ფინალი კი 22 იანვარს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში