პსჟ მბაპეს შემცვლელად კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავს

17 იანვარი 2024, 11:18 421 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება პსჟ-ს სურს. ფრანგული ფეხბურთის გრანდი ქართველ თავდამსხმელში კილიან მბაპეს შემცვლელს ხედავს, – ინფორმაციას „სპორტიტალია“ ავრცელებს.

„კილიან მბაპე მზადაა, პარიზს დაემშვიდობოს. „პარი სენ-ჟერმენი“ კი „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავს, რომელმაც სერია ა პირველივე სეზონში დაიპყრო. მას „ნაპოლისთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ არაა დარწმუნებული, რომ იქ დიდხანს დარჩება. კვარაცხელიას იტალიურ კლუბთან გაუმჯობესებული პირობებით ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.

ამიტომ, პსჟ-ს შეუძლია, ამით ისარგებლოს“, - იუწყება იტალიური გამოცემა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ ისევ დაინტერესდა ხვიჩა კვარაცხელიათი.

პარალელურად, იტალიური გამოცემა „ილ მატინო“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტები საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის მატჩებზე გაემგზავრნენ, რათა აურელიო დე ლაურენტისთან კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრონ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი