გრინპისელები დავოსის ფორუმის წინააღმდეგ

16 იანვარი 2024, 10:50 435 ნახვა

გრინპისის აქტივისტებმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გასაპროტესტებლად შვეიცარიის მთებში გიგანტური ფრესკა თავიანთი ნაკვალებებით გამოსახეს.

გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გვერდით გადადო  გარემოს დაცვისა და თანასწორობის საკითხები, რათა პრიორიტეტი  ეკონომიკას მიანიჭოს.

გრინპისის შვიდ აქტივისტს, რომელსაც შეუერთდა ბრიტანელი  მხატვარი საიმონ ბეკი, 12 საათი დასჭირდა თოვლზე ფრესკის  დასახატად. ნამუშევარი  ზღვის დონიდან 2 ათას  მეტრზე 1,5 ჰექტარ ფართობზეა გამოსახული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი