ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ გრძელდება.
მორიგი საფესტივალო დღე დაეთმო აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი ხელოვანის, უძველესი აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის შემსრულებლის, ნარგილე მეჰთიევას, კონცერტს.
ნარგილე მეჰთიევა ერთადერთი აშუღი ქალია საქართველოში.
ღონისძიებას ბრიუსელის ყველაზე პოპულარულმა საკონცერტო დარბაზმა „ფლაჟემ" უმასპინძლა.