გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

15 იანვარი 2024, 18:13 546 ნახვა

ნუცუბიძის ქუჩის მეორე ჩიხის მცხოვრებლები დაზიანებული გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი განცხადებით გზაზე გადაადგილება განსაკუთრებით გართულებულია წვიმიან ამინდში, რადგან წყალი მთელ ქუჩას ფარავს. მოქალაქეები ჩიხის მთავარ ქუჩაზე გასასვლელის ჩაკეტვასაც აპროტესტებენ, გზის ერთი ნაწილი, საიდანაც მთავარ ქუჩაზე გადიოდნენ, კერძო მესაკუთრემ შემოღობა და გზას მხოლოდ ერთი გასასვლელი დაუტოვა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს ,თუმცა უშედეგოდ. მერიაში განაცხადეს, რომ გზის მოწესრიგებისთვის გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე კვირას უნდა დასრულდეს. რაც შეეხება გზის ჩახერგვას, მერიის განმარტებით აღნიშნული ტერიტორია გზად რეგისტრირებული არასდროს ყოფილა, ის მრავალი წელია კერძო ტერიტორიაა, რომელიც მესაკუთრეს შემოღობილი არ ჰქონდა და ამიტომ სარგებლობდნენ როგორც ჩიხიდან გასასვლელს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში