გზების წმენდა ქედაში

15 იანვარი 2024, 18:11 405 ნახვა

თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარებს ქედაში. ამ დროისთვის ადმინისტრაციული თემის ცენტრებთან გადაადგილება შესაძლებელია, ხოლო დარჩენილ ლოკაციებზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდებული. გაწმენდით სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 12 ერთეული ტექნიკაა ჩართული. გარდა ამისა, ყინვისა და გზებზე ლიპყინულის გამო, დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდნენ. უწყება მოყინულ მონაკვეთებზე ქვიშა- ქრეშს ყრის. ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 60 სმ-ს აღწევს, ხოლო დაბალი ზონის სოფლებში 10- დან 35 სმ -ია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში