ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაციის გამო,  ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება - იცვლება მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტიც

15 იანვარი 2024, 14:58 881 ნახვა

ლეონიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება #1, #1ა, #4, #7, #8 და #11 მუნიციპალურ ავტობუსებს, რომლებიც იმოძრავებს შემდეგი სქემის მიხედვით:

"#1 და #8 - ლეონიძის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გავლით

#1ა - აღმაშენებლის, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით

#4, #7 და #11 - აღმაშენებლის ქუჩის გავლით.

ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია პარალელური ქუჩებით.

ცვლილებები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე შენარჩუნდება"- აცხადებენ ბათუმის მერიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი