თურქეთმა ქურთი ბოევიკების პოზიციები დაბომბა

15 იანვარი 2024, 09:28 389 ნახვა

თურქულმა სპეცრაზმმა  სირიაში 23 სამიზნე გაანადგურა, რომლებიც  ქურთ ბოევიკებს ეკუთვნოდათ, განაცხადა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია ერაყში  თურქი ჯარისკაცების დაღუპვის  საპასუხოდ განხორციელდა.

თურქულმა მხარემ სარაკეტო დარტყმები მიიტანა  საგუშაგოებზე, საბრძოლო მასალების საწყობებსა და   სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რომლებიც ქურთ ბოევიკებს ეკუთვნოდათ.

თურქეთმა ქურთი ბოევიკების  პოზიციები ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში მას შემდეგ დაბომბა, რაც ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოევიკებთან  შეტაკებისას  თურქეთის ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი