ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია

15 იანვარი 2024, 10:31 420 ნახვა

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. მედიის ცნობით, ქალაქში ევაკუაცია ვულკანის ამოფრქვევამდე განხორციელდა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვულკანმა რამდენიმე სახლის ნაწილიც დაფარა და დააზიანა.

როგორც ისლანდიელი მეტეოროლოგები აცხადებენ, გუშინ ღამით კუნძულ გრინდავიკთან ახლოს, სულ მცირე, 300 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში