მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. 4 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს ხელისუფლებას, რომ ფაქტობრივი გარემოებები სწრაფად, ეფექტურად და სრულყოფილად შეისწავლონ. ხელმომწერი ორგანიზაციები გმობენ 11-12 მარტის მოვლენებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების ადრესატები არა მხოლოდ ხელისუფლებაა. ისინი მოქალაქეებსაც მიმართავენ. ამბობენ, რომ მოქალაქეებს აკისრიათ ვალდებულება, დაემორჩილონ და პატივი სცენ კანონს.