მეუფე შიოს ქადაგება

14 იანვარი 2024, 18:01 426 ნახვა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ  სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა. მეუფე შიომ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ სამების ტაძარში  მომხდარ ფაქტზე, სადაც მისი განცხადებით „მძიმე ცოდვა, სიწმინდის შეურაცხყოფა და მკრეხელობა“ ვიხილეთ.

რამდენიმე დღის წინ, სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო.

11 იანვარს საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ აუცილებელია სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება.

მმართველი გუნდი აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში წარადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რათა გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი