დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

12 იანვარი 2024, 17:28 382 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში, წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 25 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში