არქიმანდრიტი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოვანე (მჭედლიშვილი), წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
აღნიშნულის გამო არქიმანდრიტი შენდობას ითხოვს.
"მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედაეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის", - წერს მღვდელმსახური.
რამდენიმე დღის წინ, სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო.