სოფელ ახალშენში წიაღისეულის მოპოვებას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან

12 იანვარი 2024, 13:06 1402 ნახვა

სოფელ ახალშენში, მთის ფერდობიდან წიაღისეულის მოპოვებას სოფლის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივები იმ ტერიტორიაზე  შეიკრიბნენ, სადაც  სამუშაოების დაწყება იგეგმება  და ტექნიკას  მუშაობის საშუალება არ მისცეს. ადგილზე  უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული იყვნენ  შსს-ს თანამშრომლები.

სოფელში მცხოვრებლები  აცხადებენ, რომ რამდენიმე წლის წინ, სოფლიდან წიაღისეული  გაჰქონდათ, რამაც სოფელს წყლის მიწოდების  პრობლემა შეუქმნა,  დაუზიანდათ სახლები  და გზები.  მათივე თქმით, წიაღისეულის მოპოვება აფეთქების  გზით  ხდებოდა, რასაც ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ისინი ახლაც იგივე საფრთხეს ხედავენ და  ამბობენ რომ წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში 800-ზე მეტ ოჯახს წყლის  დეფიციტი  დაემუქრება.

სოფელ  ახალშენში მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ტექნიკა ტერიტორიას დატოვებს, თუმცა  ეს დროებითი იქნება თუ  არა ინფორმაციას არ ფლობს. 

ეკონომიკის სამინისტროს  განმარტებით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების  ლიცენზია  კომპანია „ვესთ გრუფს“  5 წლის ვადით აქვს.  უწყებიდან  გვაცნობეს, რომ  ლიცენზია   კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა საჭირო წესის დაცვით  არის  გაცემული.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი