გიორგი კეკელიძე კონსტანტინე გამსახურდიათი ჩაანაცვლეს

11 იანვარი 2024, 20:12 522 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა - ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. "პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა" - წერს გიორგი კეკელიძე. უკვე ცნობილია რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. ფაქტს თავად გამსახურდია აჭარის ტელევიზიასთან ადასტურებს

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი