ქედაში მეწყრული პროცესების გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამუშაოებს სამ ლოკაციაზე: მეძიბნა-გარეტყის, მერისი-გუნდაურისა და გეგელიძეები- ნაბაკევის მიმართულებით ახორციელებს. გეგელიძეებში გზის ჩაკეტვასთან ერთად საფრთხე შეექმნა ბერიძეების საცხოვრებელსაც. ტერიტორია გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ოჯახი დროებით ახლობლებთან ცხოვრობს. დასკვნის შემდეგ გადაწყდება თუ რა დახმარებას გაუწევს მერია.