პაპუა ახალ გვინეაში პროტესტს მასობრივი არეულობა მოჰყვა

11 იანვარი 2024, 10:05 479 ნახვა

პაპუა-ახალ გვინეაში ადგილობრივი  ხელისუფლება მასშტაბური არეულობის შემდეგ ქვეყანაში  წესრიგის აღდგენას ცდილობს.

ხელფასების შემცირების გამო პოლიციისა და საჯარო სექტორის წარმომადგენელთა პროტესტი არეულობაში გადაიზარდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე პორტ მორსბის ქუჩებში  ათასობით ადამიანია დაფიქსირებული, რომლებსაც ხელში გაძარცვული საქონელი უჭირავთ.

პაპუა-ახალ გვინეაში  ფართომასშტაბიანი ძარცვისა და ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას  ავსტრალიის სახელმწიფო მაუწყებელი ეი-ბი-სი ავრცელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი