კომპანია „სამი ძმის“ განცხადება

10 იანვარი 2024, 20:08 773 ნახვა

კომპანია „სამი ძმა„ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს აფრთხილებს არ გამოიყენონ მათ ქსელში ნაყიდი ორი ტიპის საბავშვო ბუშტები. კომპანიამ საბავშვო ფერადი ბუშტების იმპორტირება და რეალიზაცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პროდუქტში დასაშვებზე მეტი დოზითაა ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში.

აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს კანცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ ნივთიერებას, მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა;კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს 2 თვის ვადაში პროდუქტი უკან დააბრუნონ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი