ძლიერი ქარბუქი და თოვა შეერთებული შტატების ცენტრალური ნაწილი. აიოვას შტატში თოვლის საწმენდი მანქანები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
უხვი თოვლისგან იწმინდება მეზობელი ნებრასკაც, სადაც დიდთოვლობამ სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.
თოვლით არის დაფარული ოკლაჰომას შტატიც. ამინდის ეროვნული სამსახურის პროგნოზით, კვირის შუა რიცხვებამდე ძლიერი ქარბუქი მოსალოდნელია აშშ-ის ტერიტორიის დიდ ნაწილში.