საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს

08 იანვარი 2024, 14:52 366 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს, 8 იანვარს მესამე ტურის შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებს ეთამაშება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ქართველმა წყალბურთელებმა კონტინენტის პირველობაზე პირველი ორი მატჩი წააგეს, იტალიასთან (5:22) და უნგრეთთან (11:15). ევროპის ჩემპიონატი წელს განახლებული ფორმატით ტარდება. საქართველო B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებთან ერთად ასპარეზობს. A დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ნაკრებები პირდაპირ მეოთხედფინალში იასპარეზებს, მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები კი მეორე დივიზიონის ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნებს შეხვდებიან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში