გიორგი შერმადინი „ხუვენტუდთან“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა . ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-17 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ხუვენტუდს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 90:70 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შერმადინმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გიორგის თამაშიდან ბურთი არ აუცილებია, მან 9 დან 9 სროლა გამოიყენა.