ვითარება ბათუმში

12 მარტი 2017, 00:00 4001 ნახვა

11 და 12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  საგანგებო თათბირი გაიმართა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი უძღვებოდა. გიორგი კვირიკაშვილი ფაქტის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს. მანმადე კი გიორგი კვირიკაშვილი პირადად გაეცნო ბათუმში არსებულ ვითარებას.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა. შეფასება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. მან თქვა, რომ ,,საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი”.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში