კლინიკებში მიმართვიანობის მატება ძირითადად რესპირატორული ვირუსების ინფექციების შემთხვევებს უკავშირდება - მაია ჩხაიძე

08 იანვარი 2024, 13:38 588 ნახვა

ამ ეტაპისთვის, ყველაზე მეტად გავრცელებულია A ტიპის გრიპის ვირუსი. 24 საათის განმავლობაში, გადაუდებელი დახმარების განყოფილებას დაახლოებით 40 პაციენტამდე აკითხავს. გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონქიოლიტის დიაგნოზით - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ასევე გამოვლინდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიც.

"ამჟამად მომართვიანობა ძირითადად არის რესპირატორული ვირუსების ინფექციების გამო. ყველაზე მეტად გავრცელებულია ამ პერიოდში ა ტიპის გრიპის ვირუსი. სადღაც 40 პაციენტამდე აკითხავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 24 საათის განმავლობაში. გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონხიოლიტის დიაგნოზით. ასეთი პაციენტებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ამავდროულად, არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები არიან. არის ადენოვირუსული ინფექციებით მომართვიანობა და ძალიან ხშირია ბინაზე მყოფ პაციენტებში განვითარებული პნევმონია, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება. ეწყებათ ხოლმე გრიპის ვირუსული კლინიკით და შემდეგ ხდება პნევმონიის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე რესპირატორული ინფექციების და პნევმონიის გამო 45 პაციენტამდე არის ჩვენს კლინიკაში“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მაია ჩხაიძის თქმით, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს.

"ნამდვილად გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, ბავშვთა ხაზით. მშობლებს ვთხოვდით, რომ ვინც არ ჩაიტარა გრიპის ვაქცინაცია, არ არის გვიან, რადგან პიკი არ არის ჯერ. სასწავლო პროცესი როცა განახლდება, მეტი შემთხვევა და მომართვიანობა იქნება. პიკი, შემთხვევების მატება იქნება სადღაც იანვრის ბოლოსკენ. ამიტომ ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებდი, რომ ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი