შობის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 40 დღიანი მარხვა სრულდება. მრევლის ნაწილი ქრისტეს შობას ეკლესიებში შეხვდა, სადაც ღვთისმსახურება დილამდე გაგრძელდა. მათ კი, ვინც დღესასწაულის შემობრძანება სახლებში იზეიმეს, 7 იანვართან დაკავშირებული კიდევ ერთი ტრადიცია დაიცვეს.
შობის დადგომას მოქალაქეები ფანჯრებში ანთებული სანთლებით შეხვდნენ.
ასეა ბოლო რამდენიმე წელია, ეს ტრადიცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.