ბათუმში, ევროპის მოედანზე გრძელდება საახალწლო კონცერტები. გუშინ მაყურებლის წინაშე ჯგუფი “მელომანიაკ“-ი წარსდგა.
ასევე მონაწილეობდნენ ბენდი „ვაი ნოთი“-ი და ჯგუფი „ელანძე“. კონცერტი საღამოს 7 საათზე დაიწყო და გვიანობამდე გაგრძელდა.
კონცერტები ევროპის მოედანზე 7 იანვრამდე გაგრძელდება და მასში ბათუმური ბენდები მიიღებენ მონაწილეობას. დღეს კი კონცერტი შედგება ბათუმელი ბენდების მონაწილეობით.