ლას ვეგასში მოსამართლეზე სხდომათა დარბაზში თავდასხმა მოხდა

04 იანვარი 2024, 10:58 517 ნახვა

ლას ვეგასის  სასამართლოს დარბაზში სხდომის დროს  მსჯავრდებული თავს დაესხა  მოსამართლეს, რომელსაც მისთვის განაჩენი უნდა გამოეტანა.

კლარკის ოლქის მოსამართლე მერი ქეი ჰოლთუსი  მსჯავრდებული დეობრა რედენის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებას  აპირებდა, როცა მოსამართლის მაგიდასთან მსჯავრდებული მივარდა, მაგიდას გადაახტა და  თავს დაესხა მოსამართლე ქალს. 

სასამართლოს დაცვის სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ თავდამსხმელის განეიტრალებას და სასამართლოს დარბაზიდან გაყვანას. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი