ირანში აფეთქებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

04 იანვარი 2024, 11:28 607 ნახვა

ირანში 2 აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. აფეთქება ქალაქ ქერმანში გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მოხდა, მაშინ, როცა გენერლის გარდაცვალების მე-4 წლისთავზე სამგლოვიარო მსვლელობა მიმდინარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტებმა დისტანციურად გაააქტიურეს.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ირანის პრეზიდენტი, აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ამ დანაშაულისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი