"ფორბსმა" ახალი წლის შესახვედრად ევროპის 10 საუკეთესო ადგილი დაასახელა, რომელთა შორის თბილისი მე-5 ადგილზეა

03 იანვარი 2024, 15:42 561 ნახვა

გამოცემა „ფორბსი“ ახალი წლის შესახვედრად ევროპის 10 საუკეთესო ადგილს ასახელებს, რომელთა შორის თბილისიც არის. რეიტინგის შესადგენად ტურიზმის ექსპერტებმა 112 ქვეყნიდან 11 963 პირი გამოჰკითხეს.

რეიტინგში პირველ ადგილს, ზედიზედ უკვე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მადეირას კუნძულები იკავებს, მეორე ადგილზეა ესპანეთის ქალაქი მარბელა ალბორანის ზღვის სანაპიროზე, მესამე ადგილს ლონდონი, მეოთხეს კი, პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი იკავებს.

თბილისი რეიტინგში მე-5 ადგილზეა. როგორც „ფორბსი“ წერს, საქართველოს დედაქალაქი მოგზაურებისთვი,ს ლონდონისა და პარიზისგან განსხვავებით, ბევრად ხელსაყრელი ფასებით, უსაფრთხოებითა და გამარტივებული სავიზო რეგულაციებითაა მიმზიდველი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი