სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა გაფართოვდა. კერძოდ, უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, ბებიაქალს და სანიტარს მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდათ.
სახელფასო ზღვარი შემდეგნაირად გამოიყურება: უმცროსი ექიმი - თვეში, არანაკლებ 960 ლარი, ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი, ბებია ქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი, სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი.