უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინაზე თავდასხმის მიზნით თითქმის 300 რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი გამოიყენა. რუსეთმა 29 დეკემბერს ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. სარაკეტო დარტყმების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური კიევი კვირების განმავლობაში აცხადებდა, რომ რუსეთი მასშტაბური საჰაერო თავდასხმებისთვის ემზადებოდა. რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში.
მომავალ თვეში უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავი შესრულდება. ომს კი დასასრული არ უჩანს. რუსეთი წარუმატებლად იგერიებს უკრაინის კონტრშეტევას, რომელიც 2023 წლის ივნისში დაიწყო. ბოლო თვეების განმავლობაში ფრონტის ხაზები ოდნავ შეიცვალა.